შვილი დედას ურეკავს და ეუბნება "ტელეფონი ვიპოვეო" დედამ კითხა–"მერეო?" შვილმა უპასუხა–'გადავაგდეო" დედა გაგიჟდება და ეტყვის "რატო გადააგდეო" შვილი უპასუხებს "კნოპკები არ ჰქონდაო და უკან მოკბეჩილი ვაშლი ეხატაო
სვანი წყლის პირას ზის, მივა ერთი ცხენიანი კაცი და ეკითხება: - ღრმა წყალია? - არაა, ძაან პატარაა. - კაცი შევა ცხენიანად და ჩავარდება, ძლივს გამოვა. აბა მითხარი არაა ღრმაო? - რა ვიცი, წეღან იხვმა გაიარა და წელამდე წვდებოდა და…
სვანეთში მასწავლებელი ბავშვებს ეუბნება: - აი თუ კარგად ისწავლით სამოთხეში მოხვდებით, თუ ცუდათ ჯოჯოხეთში. ადგა პატარა მაიზერა და მასწავლებელს ეუბნება: - არ შეიძლება მასწავლებელო, სკოლა ცოცხლებმა დავამთავროთ?
მიხომ ოქროს თევზი დაიჭირა. – ოღონდ გამიშვი და სამ სურვილს შეგისრულებ, – სთხოვა თევზმა. – ძალიან კარგი. პირველი – ძალიან ბევრი ფული მომეცი‚ მეორე – დიდი საძმაკაცო‚ კაი პურისმჭამელი და მოქეიფე ხალხი და, მესამეც – ცოლმა და მე ერთდროულად მივიღოთ სექსუალური სიამოვნებაო... – უთხრა მიხომ. -ეგრე იყოსო‚ – დაეთანხმა ოქროს თევზი და ტალღებში შეცურდა. ერთი კვირის შემდეგ გაბრაზებული მივიდა მიხო მდინარესთან და გულმოდგინედ შეუდგა თევზაობას – ოქროს თევზი უნდოდა, დაეჭირა. ანკესს მართლაც მოჰყვა ოქროს თევზი. – ახლა რაღა გინდა? – ჰკითხა თევზმა. – მესამე სურვილი გამიუქმე! – რატომ? – მართალია‚ ფულში ვცურავ‚ ძმაკაცებიც თავს მახვევიან‚ მაგრამ, წავალ თუ არა რესტორანში საქეიფოდ‚ ჩავუჯდები‚ ხინკალი‚ ქაბაბი... ორ ჭიქა ღვინოს დავლევ და ეგრევე სექსუალურ სიამოვნებას ვიღებ... გამიუქმე-მეთქი!..
სვანი მანქანის გარეცხვას დაიწყებს ნომრიდან. მეორე დაინახავს და ეტყვის: — რეცხვა სახურავიდან უნდა დაიწყო და თანდათან უნდა ჩამოხვიდე ქვევით. — მოიცა რა, იმ დღეს მასე დავიწყე და ნომერთან რომ მივედი სხვისი აღმოჩნდა.
მიმდინარეობს კუანების ოლიმპიადა. ბოლო გამომსვლელი, ოლიმპიადის ფავორიტი არის 30 წლის აფრიკელი. მან ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. გააკუა 2 საათის განმავლობაში მოცარტის თურქული მარშის ნოტების მიხედვით და დაიკავა პირველი ადგილი. გამოსვლის შემდეგ მასთან მივიდა ერთი კაცი და უთხრა: _ დიდი ბოდიში, მე ახალგაზრდა კუანების ჯგუფის ხელმძღვანელი ვარ და თუ პატივს დაგვდებთ, იქნება ჩვენს ნოტებს გადახედოთ თქვენი გამოცდილი თვალით და შეცდომები გვითხრათ. _ და ნოტები გაუწოდა. აფრიკელი კუანა: _ ჰმმ, ეს კარგია. . . ოო, მშვენიერია. . . ეს კარგი მისამღერია. . . ყველაფერი კარგია, მაგრამ აქ სი-ბემოლი ძალიან დაბალია და შეიძლება ჩაიჯვან. . .